პირი, რომელმაც გუშინ გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბია "ქართული ოცნების" აქტივისტი დავით შოთაშვილია - განცხადება ამის შესახებ დღეს "ენმ"-ს წევრმა, ბადრი ბასიშვილმა გააკეთა.
ბასიშვილმა ის ფოტომასალაც გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, შოთაშვილი სხვადასხვა დროს, "ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად არის გადაღებული.
გარდა ამისა, ბადრი ბასიშვილის იფნორმაციით, "ენმ"-ს ოფისზე თავდამსხმნელი რამდენიმე წლის წინ საჯარო მოხელეც იყო და ის კულტურისა და ტურიზმის ააიპ -ში იყო დასაქმებული.
ბასიშვილი გუშინდელ თავდასხმაში პასუხსიმგებლობას მახრის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს აკისრებს.
დღეიდან რაც კი ენმ-ს მისამართით იქნება განხორციელებული ამგვარი ინციდენტები, პასუხისმგებლობას ვაკისრებ ძმებ ხოჯევანიშვილებს - ამბობს ბასიშვილი.
დავით შოთაშვილი ამჟამად გორის პოლიციის წინასწარი დაკავების ოზოლატორშია და მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
ენმ-ს ოფისი გორში გუშინ დაარბიეს. ქვებით ჩაამტვრიეს შუშები, განადგურებულია ტექნიკა და ინვენტარი. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცის, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, "ქართული ოცნების" მაისური ეცვა