
სუს-ის რეპრესიული მანქანა დაშინებისა და კრიტიკული მედიის გაჩუმებას ემსახურება - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე ბოლო დღეებში, სუს-ში მიმდინარე გამოკითხვებს.
მაჭუტაძე ამბობს, რომ მსგავსი ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე და მთლიანად ქვეყნის საგარეო იმიჯზე უარყოფითად აისახება,
მედიის წინააღმდეგ წარმოებული შეტევები, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების ფეისბუქ სტატუსებისა და საუჟეტებში მონაწილეობის გამო, სუს-ში დაბარება, ბევრი სხვა რეპრესიული და ანტიდემოკრატიული საკითხები, რომელიც გულისხმობს ქართული სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის შესუსტებას და ამის გავლენას საგარეო პოლიტიკურ კურსზე, აშშ ეხმიანება უკიდურესად მძიმე შინაარსებით და ფორმებით - ამბობს მაჭუტაძე.