მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ცხედრები ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევებში იყო მოყოლილი. 

ქალაქის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ცნობით, გარდაცვლილები დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოზე გადაასვენეს.

"კუინჯიში, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი იგივეა - ხალხი დაბომბვის შედეგად, შენობის ნანგრევებში მოყვა", - ამბობს ანდრიუშენკო.

მანვე აღნიშნა, რომ დაღუპულთა იდენტიფიკაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ადგილობრივების თქმით, ცხედრების მდგომარეობის გათვალისწინებით, "ამოსაცნობი არაფერი იყო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი