ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება
ილია დარჩიაშვილის თქმითვე, საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც
"საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - ამბობს დარჩიაშვილი.
ილია დარჩიაშვილს ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება.
ილია დარჩიაშვილმა უნდა უპასუხოს:
ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვასაც ითვალისწინებს.
დღესვე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ ღარიბაშვილს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ.
თითოეული ინტერპელაციისთვის 2 საათი და 45 წუთია განსაზღვრული.