უკრაინაში აპირებთ თუ არა ჩასვლას, თქვენ კოლეგასთან სასაუბროდ? - დეკანოიძე დარჩიაშვილს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა უკრაინაში, მის კოლეგასთან მხარდამჭერი ვიზიტით ჩასვლას. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ საგარეო საქმეთა მინისტრს მან ასევე კითხვები დაუსვა, თუ რატომ ვერ მოხვდა საქართველო G7-ის შეხვედრაზე სადაც უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. 

დეკანოიძე ასევე დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა მინისტრი, რომ ვინც გერმანიაში ამ შეხვედრას დაესწრო "ომი უნდა". 

"ბატონო მინისტრო, მე არ ვიცი, მგონი თქვენ ერთხელ შეხვდით სადღაც კონფერენციაზე კულებას, მაგრამ უკრაინაში აპირებთ თუ არა მხარდასაჭერი ვიზიტით ჩასვლას, თქვენ კოლეგასთან სასაუბროდ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, სამწუხაროდ, მე ამას უარყოფით კონტექსტში ვამბობ, ხელისუფლების გამო, რომ ჩვენი და უკრაინის გზები გაყოფილიყო, რაც წარმოუდგენლად დიდ კატასტროფად მიმაჩნია", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

დეკანოიძემ სიტყვით გამოსვლის ბოლოს გაიხსენა რამდენიმე დღის წინ ქმრის მიერ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალი, მან აღნიშნა, რომ ქალმა საელჩოს არაერთხელ მიმართა დაცვის მიზნით და პასუხი იყო, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის. დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა რა არის იმის მიზეზი, რომ ვერ დაიცვეს ეს ქალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი