ოკუპანტებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსულ სატელეფონო კოდზე გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონები ოკუპანტებს რუსულ სატელეფონო კოდზე, +7-ზე გადაჰყავთ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, რეგიონში უკვე იყიდება სიმ-ბარათები რუსული ნომრით.

"ზაპოროჟიეს რეგიონი რუსულ სატელეფონო კოდზე, +7-ზე გადადის. რეგიონში უკვე სატელეფონო კავშირის ახალი ოპერატორი შემოვიდა", - აცხადებენ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები რუსულ სატელეფონო კოდზე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გადავიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი