დნეპროპეტროვსკში რუსების სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 35

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის მიმართულებით სამი რაკეტა როსტოვის ოლქიდან გაუშვეს.

ცნობისთვის, მანამდე დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ სარაკეტო შეტევებს ნგრევა მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი