მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? ქაქუცას საძვალესთან რატო იყავით?-ხერხეულიძე ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

ენმ-ს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიმართვა და საკუთარ გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პრემიერის ინტერპელაციაა, ფრანგული გამოცემა "ფიგაროს" სტატიით დაიწყო, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.

ხერხეულიძემ მთავრობის მეთაურს მესამე პრეზიდენტისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და პატიმრობა შეახსენა და უთხრა ისიც, რომ მედიის დევნა არ არის ევროპული გზა.

მისივე თქმით, საქართველოს უკრაინასთან მეტი ვალდებულებები აქვს, რადგან ყოველთვის იყო მედროშე ამ ქვეყნისთვის დახმარებაში, რაც დღეს ასე აღარ არის.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროინტეგრაცია გვინდა თუ არა და ნიშნისმოგებით ველაპარაკებით, სასაცილოა. უკაცრავად, მემკვიდრეობა საიდან გაქვთ, ამ გზის გაკაფვა საიდან დაიწყო ხო არ გაიხსნებეთ ბატონო ირაკლი? ან გუშინდელი ცერემონიალის რეჟისორი ვინც იყო და მატანიდან გქონდათ ჩართვა და ხევსურეთიდან, ომი გინდოდათ? იქ რა გინდოდათ, ქაქუცას საძვალესთან რატო იყავით? იმ კაცმა ხომ თავი შეწირა რუსულ იმპერიას, ხევსურეთის ამდენი აჯანყება ხო ეგ ბრძოლა იყო? რატო იყავით, ომი გინდოდათ? მე მიყვარს ეგ ისტორია და გამიხარდა დამოუკიდებლობის დღეს, რომ იქიდან ულოცავდით, მაგრამ მექანიკური იყო თქვენთვის ეს ყველაფერი და შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონია, ეგ არის უბედურება. ომი უნდა იდიოტს ამ ქვეყანაში. და ნებისმიერს, ვისაც ამისკენ მიდრეკილება აქვს, ის არის ავადმყოფი...

სულ რომ ჩვენს ძვლებზე გადაიაროს და იმ ადამიანებზე, რომელიც ერთი პალატაში კვდება, სრულად იმ სიტყვების თანასწორად, როგორც "ლე ფიგარო საუბრობს" და ნიკა გვარამიას ძვლებზე რომ გადაიაროს, რომელიც ახლა საკანში გახლავთ, დიახ, გვინდა ევროინტეგრაცია მაინც. თქვენ რას აჩუქებთ თქვენ ოჯახის წევრებს, ტყეს, მდინარეს თუ ნაკადულებს, ეს დრო აუცილებლად ჩაივლის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაკარგოს შანსი და თქვათ უარი ამ ისტორიულ შანსზე და კეთილი ინებეთ, შეასრულეთ ვალდებულება და არ გადაეღობოთ იმ გზას სხვისკენ ხელის გაშვერით, რომ ჩვენ ვართ ხელისშემშლელი. არა, ჩვენ არც ერთი არ ვართ ხელისშემშლელი. ჩვენი ბუნებრივი ადგილი არის ევროპაში და მიუხედავად იმისა, რომ არაფრით არ იმსახურებს ეს ხელისუფლება, პირველი ლახვარი ჩემთვის იქნება, როდესაც უარყოფითი პასუხი მოვა ევროპიდან.  " მიმართა ხერხეულიძემ ღარიბაშვილს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი