
ღარიბაშვილმა დაადგინა, რომ ფრანგულ "ფიგაროში" დაბეჭდილი სტატია შეკვეთილია რაფაელ გლუკსმანის მიერ. ღარიბაშვილი სტატიას ანტისახელმწიფოებრივსა და ბინძურს უწოდებს:
"რეალურად ეს არის მორიგი ბინძური სტატია, ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ვისი შეკვეთილია ახლა ეს სტატია - ეს არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის, კარგად მოგეხსენებათ ვინ არის, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იმ დროს, როცა სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი.
დღევანდელი ამ სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის ბატონი გლუკსმანის მეგობარი და შესაბამისად არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია ." დაასკვნა ღარიბაშვილმა.