"ივანიშვილის რეჟიმისათვის დემოკრატიულ სამყაროში აღარ რჩება ადგილი" - ნათელაშვილი სენატორ რიშის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონიდან მოდის ერთმანეთზე კარგი ამბები - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სენატორ რიშის ინიციატივას, რომელის მიხედვითაც აშშ-ს თავდაცვის აქტში ცვლილებები შედის.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი-  "თავის შეკავება ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისაგან" -  არის პირდაპირი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის

ივანიშვილის რეჟიმისათვის არამარტო საქართველოში, არამედ მთელ დემოკრატიულ სამყაროში აღარ რჩება ადგილი. პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისაგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში უკვე ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას" ამბობს ნათელაშვილი.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში მმართველი გუნდის მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი