"საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ" | ღარიბაშვილი წითლიძეს

გამოქვეყნდა:

"საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ" - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძეს. პრემიერმა ეს მიმართვა ტრიბუნიდან ორჯერ გაიმეორა.

ხმაური სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ღარიბაშვილი ცდილობდა ემტკიცებინა, რომ რომ არა ხელისუფლება, საქართველოში იქნებოდა ომი და "მეორე მარიუპოლი".

ღარიბაშვილი თავის გამოსვლაში ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მომხდარიყო დესტაბილიზაცია და რევოლუცია. 

ღარიბაშვილის ამ განცხადებებს ხმაური და პროტესტი მოჰყვა მთელს ოპოზიციურ სპექტრში, რის შემდეგაც პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძეს  "საცოდავი ადამიანი" უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი