მსოფლიო ემზადება რუსეთის მიერ ბირთვული, ქიმიური ან ბიოიარაღის შესაძლო გამოყენებისთვის - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი პროპაგანდისტები ბირთვული იარაღით ღიად იმუქრებიან - ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ინდონეზიელი პოლიტიკოსებისა და ხალხისთვის მიმართვის დროს ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია, გაზარდოს ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა მსოფლიოში და მოახდინოს ამ საკითხის პროვოცირება. 

"რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები ემზადებიან რუსეთის მიერ ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენებით.

თუ რუსეთი მიმართავს ბირთვულ შანტაჟს, შესაძლოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ძალებისთვის ლოგიკური გახდეს ბირთვული იარაღის შეძენა. მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის, არაფრისმომცემია", - ამბობს ზელენსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი