იარაღის შექმნაში ჩრდილოეთ კორეის დახმარებისთვის, აშშ-მ ორ რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა ორ რუსულ ბანკს ახალი სანქციები დაუწესა - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სანქციები დაწესდა რუსული ბანკების Far Eastern Bank-ისა და Sputnik-ის წინააღმდეგ. ვაშინგტონის თქმით, ეს ბანკები „აწარმოებდნენ ტრანზაქციებს ჩრდილოეთ კორეის კომპანიებთან“.

განცხადებაში წერია, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა დღეს სანქციები დაუწესა ერთ ინდივიდს, ორ ბანკსა და სავაჭრო კომპანიას ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისთვის მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) შემუშავებისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების მხარდაჭერის გამო. 

„აშშ გააგრძელებს არსებული სანქციების განხორციელებას და აღსრულებას და მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას და უარი თქვას მასობრივი განადგურების იარაღსა და ბალისტიკურ რაკეტებზე",- ნათქვამია განცხადებაში. 

სანქციების სიაში ყოფნა გულისხმობს აშშ-ში ბანკების აქტივების გაყინვას, ამ სტრუქტურებთან ტრანზაქციების აკრძალვას, ასევე, საკუთრების უფლების დაბლოკვას შეერთებულ შტატებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი