გელათი ისევ ვერ გადახურეს - თეა წულუკიანის საიდუმლო შეხვედრა ქუთაისში

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის საიდუმლო შეხვედრა ქუთაისში. კულტურის მინისტრი გელათის სამონასტრო კომპლექსში ისე ჩავიდა, რომ კრიტიკულ მედიას ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. კომპლექსში შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან და სასულიერო პირებთან გაიმართა. სამინისტრო არ ასაჯაროებს, თუმცა დიდი ალბათობით საუბარი კვლავ ტაძრის გადახურვას ეხება. 

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამჯერად 200 ათასი ლარი დახარჯა, მაგრამ გადახურვის პრობლემა მაინც გადაუჭრელია. კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს დამატებით ვადებს ითხოვს და შეფერხებას სტიქიას და რელიგიურ რიტუალებს უკავშირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი