"დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს" - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს ულოცავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატი წერს, რომ ევროკავშირი დიდი ყურადღებით დააკვირდება დაგეგმილ არჩევნებს და იმედს გამოთქვამს, რომ ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდება.

ვულოცავ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვს წლისთავს, რომელიც ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საფუძველია. ასევე, ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია გასული წლის განმავლობაში. მომავალში ჩვენ დიდი ყურადღებით დავაკვირდებით დაგეგმილ არჩევნებს და იმედი გვაქვს, ის აღიარებული იქნება, როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა" - წერს დიპლომატი

კარლ ჰარცელის წერილში სასამართლო სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზეც არის საუბარი. წერილი ასევე ეკონომიკურ სფეროს, გარემოს დაცვას და ენერგოეფექტურობას

ჩვენ ასევე ველოდებით მეტ ენთუზიაზმს სამართლებრივ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის თავად სასამართლოში. იმედი მაქვს, ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკის სექტორში მეტი გამძლეობისთვის და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გარემოს შექმნისთვის. ასევე, მეტი ინკლუზიურობისთვის, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამით. და ბოლოს, მინდა შევეხო გარემოსა და ენერგოეფექტურობას. ეს არის ის საკვანძო სექტორი, სადაც საქართველო ახლა ვითარდება და კიდევ აქვს გზა გასავლელი ამ მიმართულებით. მე პროგრესს ამ სფეროში განსაკუთრებით ველოდები და მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მოსახლეობისთვის. ჩემთვის ასოცირების შეთანხმება რეცეპტების წიგნს ჰგავს, რომელიც სახლში ექვსი წლის წინ წავიღეთ და მას შემდეგ მისი მეშვეობით ერთად ვაკეთებთ კერძებს. ზოგიერთი კერძი, რომელსაც ერთად გავაკეთეთ, მართლაც გემრიელი აღმოჩნდა, როგორც მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია ან "ერასმუს+"-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. სხვა კერძები უფრო ბოსტნეულივითაა, მის გასინჯვას დიდად არ ელოდები, თუმცა საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მე მომავალ წელსაც ველოდები კერძების ერთად კეთებას,“- ნათქვამია კარლ ჰარცელის მიმართვაში.

კარლ ჰარცელის განცხადება ასოცირების ხელშეკრულების 6 წლისთავთან დაკავშირებით 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი