
საქართველოს პარლამენტში მისულ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე დასმულ კითხვებს გაურბის.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის კითხვაზე პასუხს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა, იუსტიციის მინისტრი უბრალოდ გაექცა.
ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის მოპყრობის ნაცვლად, დეტალურად სისტემის "მიღწევებსა და წარმატებებზე" ისაუბრა.
"შეგვიძლია ვიამაყოთ,ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემის განვითარების უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესით ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ისაა, რომ საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს წამების არაადამიანური მოპყრობის და დასჯის სისტემური პრობლემა",- თქვა ბრეგაძემ.
ამის შემდეგ ხატია დეკანოიძემ იუსტიციის მინისტრს სახალხო დამცველის განცხადება წაუკითხა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დარღვევას ეხება. და უთხრა, რომ სახალხო დამცვლეს გაცილებით მაღალი ნდობა აქვს საერთაშორისო დონეზე, ვიდრე რატი ბრეგაძეს.
ხატია დეკანოიძის დამაზუსტებელ კითხვაზე: რატომ გაასაჯაროვეს მიხეილ სააკაშვილის კადრები, რატომ არ წაშალეს ეს მასალა და შემდეგ რატომ გააუქმეს ინსპექტორის სამსახური?
"რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას. ამაზე დასრულდა საუბარი აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ინსტანციაში. მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შიმშილობა, არ მახსენდება არცერთი თქვენი პარტიის წევრის მოწოდება, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მახსენდება ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული მოწოდება, რომ არ შეეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი. ერთ-ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჟურნალისტის მიერ...
რაც შეეხება გასაჯაროებას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეიყვანეს გლდანის დაწესებულებაში, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა, 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს მანქანიდან და "ათრიეს". სწორედ ამ მიზნით იყო ნაჩვენები ეს კადრები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ,- თქვა ბრეგაძემ.
ბრეგაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა და არც სტრასბურგის სასამართლოს ჩაუთვლია, რომ რაიმე უფლება ირღვეოდა.