„კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“...თქვენ არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ოპოზიცია ხართ | ბრეგაძის დასკვნითი სიტყვა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შედის ყველა პირი, რომელსაც აქვს შესვლის უფლება და მას 900-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. 

ბრეგაძემ თქვა, რომ ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილთან აუცილებლად შევა, როგორც კი სასამართლოს განჩინებას წარადგენენ. რატი ბრეგაძემ ოპოზიცია დაადანაშაულა, რომ მათ "საერთოდ არ გაინტერესებთ არცერთი პატიმრის ბედი, გარდა ერთი პატიმრისა". 

"გაიხსენეთ სამწუხაროდ, სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი. რამხელა აჟიოტაჟი იყო, არ ესწრება ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი, დეპუტატი, რომელიც სიხარულისგან მოსთქვამდა და ბედნიერებას ვეღარ მალავდა, რომ თითქოს და სტოლტენბერგი ბატონ პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა და რა ბედნიერი იყავით ამ ფაქტით, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“ . „ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“ და ძალიან კარგად აჩვენეთ. თუნდაც რამდნიმე დღის წინ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ძალიან მარტივი ტესტი ჩაგიტარათ, როდესაც იმის გამბედაობაც არ გეყოთ, რომ ხელი აგეწიათ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ესეც ვერ გაბედეთ.ამ ყველაფრით ნათლად დაანახეთ საზოგადოებას, რომ თქვენ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, არამედ საქართველოს ოპოზიცია ხართ",- თქვა ბრეგაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი