
"ვითარება დონბასში, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთულია. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღისთვის მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებსაც 24 თებერვლის შემდეგ ელოდნენ. ამიტომ, ისინი მობილიზდნენ დონბასში, აქ კონცენტრირებულია მათი რეზერვების და არტილერიის მაქსიმუმი. მიმდინრეობს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას ისე, როგორც დღევანდელი თავდაცვის რესურსები ამის საშუალებას იძლევა და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაძლიერებლად.
- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.