ტრიუკია, რომ შესაძლო წარუმატებლობა სხვებს დააბრალონ - "ღია საზოგადოების ფონდის" დირექტორი კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

"ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის "ომის პარტიის დანამატი" უწოდა.

ხუციშვილის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები მცდელობაა, რომ თავიანთი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალონ. 

"ეს არის აშკარად პროპაგანდისტული ტრიუკი, იმისთვის, რომ შესაძლო წარუმატებლობა, რომელიც მათ ხვდებათ, დააბრალონ ვინმეს სხვას, ამ შემთხვევაში ღია საზოგადოების ფონდს. 
სასაცილოა, იმიტომ რომ ღია საზოგადოების ფონდი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ხელისუფლებას მოუწოდა განაცხადი შეევსოთ, შემდეგ მივესალმეთ განაცხადის შევსებას, შევთავაზეთ დახმარება გავწერეთ 10 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგათ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებდით, ევროპარლამენტარებისთვის უკმეხი პასუხი კი არ გაეცათ, კარგად დაკვირვებოდნენ მრავალპარტიული ჯგუფების წერილებს. დღეს ჩვენთვის საპირისპიროს დაბრალება უხერხულია და ჩემთვის მიუღებელი",-თქვა ქეთევან ხუციშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი