
რუსი ოკუპანტები უკრაინის ძარცვას აგრძელებენ. უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, აგრესორები მარცვლეულის გარდა, მარიუპოლიდან ლითონის ნაწარმსაც იპარავენ.
ომბუდსმენის განცხადებით, ოკუპანტების გემი დატვირთულია მოპარული 3 ტონა ტვირთით, რომელიც მარიუპოლიდან, დონის როსტოვში გაემგზავრება. გარდა ამისა, რუსები ცდილობენ ნაძარცვის ექსპორტი უფრო მოსახერხებელი გახადონ და ამისათვის მარიუპოლსა და ვოლნოვახაში სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა დაიწყეს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ტერიტორიის ოკუპაციამდე, მარიუპოლის პორტში 200 000 ტონამდე ლითონი და თუჯი იყო განთავსებული, რომლის ღირებულება 170 მილიონი დოლარია.