ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 49 დასახლება დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 49 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალები ავრცელებს. 

მათი ცნობით, თავდასხმის შედეგად რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დონეცკში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი. ლუგანსკში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება. 

"მტერმა გაანადგურა და დააზიანა 100-მდე სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 81 სახლი, სახანძრო სადგური, ცინიატის სამშენებლო ქარხანა, არტემის ფერმის სასოფლო-სამეურნეო საწარმო, ავტოგასამართი სადგური, რეკრეაციული ცენტრი "ფლორესტა" და სხვა ობიექტები.

გაერთიანებული ძალების შემადგენლობაში შემავალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფები დღეში 5 ხანძარს აქრობდნენ.

პიროტექნიკოსებმა 40 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაერთიანებული ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა საომარი მოქმედებების ზონიდან 1 367 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი