პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს ე.წ "სამხრეთ ოსეთსა" და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონი მოქალაქეებს უფლებას აძლევს, "საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ მეორე ქვეყნის მოქალაქეობა".

შეთანხმება რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და 5 წლის განმავლობაში იქნება ძალაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებისთვის, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს ოფიციალური არხებით მისი შეწყვეტის შესახებ . კანონი დუმამ 2022 წლის 19 მაისს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 25 მაისს დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი