ბოლო გაფრთხილება და უპრეცედენტო ნაბიჯი ვაშინგტონიდან - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ახალ გზავნილებს აშშ-დან.
სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ინიციტივით, შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის დოკუმენტში შესწორება იგეგმება, რომელიც საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხების შემთხევაში, ამერიკული თავდაცვითი დახმარების შეწყვეტას გულისხმობს. სენატის წამყვანი კომიტეტის პირველი პირი "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ უარი უნდა თქვას, ძალაუფლების ცდუნებაზე.
პოლიტიკური ექსპერტების შეფასებით, თუ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულობის ტესტს ვერ ჩააბარებს, ვაშინგტონში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგება:
ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ან ჩაატარებენ დემოკრატიულ არჩევნებს და შეეშვებიან ხელების გრეხვას და ძალადობას არჩევნებზე და ასევე გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები ივანიშვილს და მის გარემოცვას ექნებათ გარანტირებული - ამბობს ბათუ ქუთელია
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის, ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. მათი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს აღარ ენდობა, რაც პირადად "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.
ეს ცვლილებები ნიშნავს რომ ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას აღარ ენდობა და უწესებს პირობებს- იმ შემთხვევაში დაეხმარება ვაშინგტონი თბილისს, თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, ეუთოს რეკომენდაციებს, მოეშვება ხელისუფლებით ტკბობას - ამბობს გიორგი რუხაძე
დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დღიდან აშშ-სთან, არასოდეს საქართველო აშშ-ს ურთიერთობა არ ყოფილა ასეთ დაბალ წერტილზე...ძალიან დიდი დამსახურებაა ქართული ოცნების, რომ აქამდე მიიყვანა საქართველო -ამერიკის ურთიერთობა, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ცვლილებებს სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი.