
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ლემანის ხელში ჩაგდების შესახებ, დეზინფორმაციაა და მორიგ პროვოკაციას წარმოადგენს. მისი თქმით, ქალაქ ლემანში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება და ვითარება უკიდურესად მძიმეა.
მალიარმა, კიევზე ახალი შეტევის დაწყების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა პუტინისგან არაფერია გამორიცხული.
"რუსეთის ფედერაცია ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს ლემანი ხელში ჩაიგდეს, ეს უკრაინელი ხალხისა და არმიის გატეხვას ისახავს მიზნად. ქალაქ ლემანში მძიმე ვითარებაა, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უწყვეტ რეჟიმში ისვრის, თუმცა ბოლომდე ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. შესაძლებელია, ქალაქის გარკვეული ნაწილი მათ კონტროლქვეშ არის, თუმცა შეიძლება ვითარება ნებისმიერ წამს შეიცვალოს, თუ დავაკვირდებით მდგომარეობას ნახავთ, რომ რუსებს ლემანის აღება უნდათ, რადგან ქალაქს გეოგრაფიულად სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მტერი, დედაქალაქზე ხელახალი შეტევის დასაწყებად ემზადება. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას, რომ მტერი მსგავსი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, თუმცა ვალდებულები ვართ, რომ ყურადღებით ვიყოთ, რადგან მტრის ძირითად სამიზნეს სწორედ კიევის აღებ წარმოადგენდა", - ამბობს ანა მალიარი
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა, ქალაქ ლემანზე კონტროლი დაამყარეს.
იხილეთ ასევე: