"მისი იდეები და შემოთავაზებები სიამოვნებას მანიჭებს" - უკრაინის პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა, მისი იდეები და შემოთავაზებები სიამოვნებას მანიჭებს - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა და სააკაშვილი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მოიხსენია.

დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის მთავრობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხშირად ხვდება და მასთან სამომავლო რეფორმებისა და გეგმების შესახებ საუბრობენ.

გამოცემის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების გატარების დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტობის დროს მიიღო. უკრაინის პრემიერ მინისტრი მიიჩნევს რომ რეფორმები, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო სისტემის შესახებ, რომლესაც მიხელ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას სთავაზობს, შედეგებს უახლოეს მომავალში მოიტანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი