
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა ვლადიმერ პუტინთან - ამის შესახებ ზელენსკიმ ჰოლანდიურ გაზეთ Nos-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, რუსმა დიქტატორმა შექმნა სახელმწიფო, რომელშიც მხოლოდ ის იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
„საკითხი ის არ არის, რაზე მინდა მასთან მოლაპარაკება, საკითხი ისაა, რომ მოლაპარაკება არავისთანაა შესაძლებელი მის გარდა. მან ააშენა სახელმწიფო, რომელშიც არავინ არაფერს წყვეტს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. არ აქვს მნიშვნელობა, იმ დელეგაციას, რომელსაც გამოგვიგზავნის ჩვენთან სალაპარაკოდ. ყველა ეს ადამიანი სამწუხაროდ არავინაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ ღიად თქვა, რომ რუსეთიდან ისაუბრებს მხოლოდ პუტინთან და მხოლოდ ომის დასრულებაზე.