პუტინის სრული მორჩილებით და ადამიანების მკვლელობით ნაშოვნი მილიონები. უკრაინის ომმა, რუსული არმიის უძლეველობის მითის გარდა, კადიროველების ძლიერების მითიც დაამსხვრია და მათი არც ისე წარმატებული სამხედრო თუ ინეტელექტუალური შესაძლებლობების გამო, უკრაინულ მედიაში, ტიკტოკის მეომრებიც კი უწოდეს.
თუმცა რამზან კადიროვი, და მისი კადიროველები, პუტინის ყველაზე შეშლილი და ყველაზე ბნელი დაკვეთების უსიტყვო შემსრულებლები არიან და სწორედ ამის გამო გადაიქცა სპორტულებიანი ჩეჩენი ბიჭი, მილიარდერ ფადიშაჰად.
კადიროვის ოფიციალური რეზიდენცია გროზნოში 260 000 კვ მეტრი ფართობისაა. ეს სასახლე უფრო დიდია ვიდრე მაგალითად ლუვრის მუზეუმი, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში. მისი ღირებულება 136 მილიონი დოლარია. ჩეჩნეთის "ცარის" მეორე რეზიდენცია ცენტეროის დასახლებაში მდებარეობს, ისეთივე პომპეზური და მდიდრული ინტერიერით, როგორც პირველი, თუმცა ერთი განსხვავებით. აქ მას კერძო ზოოპარკიც აქვს.
ცოტახნისწინ, უცხოურმა გამოცემამ დაადგინა, რომ პუტინის მონა მორჩილს კიდევ ერთი ცოლი- ფატიმა ხაზუემა ყავს. 2006 წელს ფატიმა რესპუბლიკის სილამაზის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა. სწორედ მასზე აქვს გადაფორმებული ჩეჩენ ტირანს ძვირადღირებული ბინები მოსკოვში. უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 11 მლნ დოლარია
ავტორი: ნატალია ჯახუტაშვილი