
უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონში, რომელიც რუსების სატრანზიტო პუნქტად გამოიყენება, გაუპატიურების შესახებ ცნობები მნიშვნელოვნად გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათ მოიპოვეს დამპყრობელთა ახალი სატელეფონო საუბარი.
"პროკურატურაში იმდენი ბრალდება გვაქვს გაუპატიურების თაობაზე... ვალუიკას, ურაზოვოს, ვეიდელევკას ტერიტორიაზე, ქმრები ცოლებს ეუბნებიან, რომ ღამით გარეთ არ გამოვიდნენ და სახლში დარჩნენ“, - თქვა რუსი ოკუპანტის მეუღლემ, რომელიც მუშაობს რუსეთში სამართალდამცავ უწყებებში.
მისი თქმით, გაუპატიურების შემთხვევები გაიზარდა სხვა რეგიონებიდან რუსი ჯარისკაცების ჩამოსვლის შემდეგ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ "თავად რუსი ქალები იტანჯებიან საკუთარი არმიის მხრიდან" და წერს, რომ ჩანაწერში ქალი ყვება გოგოზე, რომელიც 15-მა რუსმა ჯარისკაცმა გააუპატიურა.