
უკრაინულმა არმიამ კიდევ ერთი რუსი მეთაური მოკლა - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, პოლკოვნიკი ალექსანდრე დოსიაგაევი იყო 104-ე თავდასხმის პოლკის თავდასხმის ბატალიონის მეთაური.
არსებული ინფორმაციით, დოსიაგაევი არის "რუსული არმია-2021-ის" გამარჯვებული ნომინაციაში "ფრთიანი ქვეითი".