"მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას!" | ქართველი ემიგრანტების აქცია სტრასბურგში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება. ქართველმა ემიგრანტებმა ამჯერად აქცია სტრასბურგში, ევროსასამართლოსთან გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეობიდან და დაუყოვნებლივ მოხდეს მისი სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ.

"ადამიანი რომელიც არის, ერთადერთი არჩეული დამოუკიდებლად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება დღეს ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც ვერ უწოდებ პატიმრის შესაბამის მდგომარეობასაც კი. უკვე თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. დიახ, თავისუფლებას, რადგან ის პოლიტპატიმარია", - ამბობს აქციის მონაწილე

სტრასბურგში აქციაზე, ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ, მათი თქმით აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი