
ნეპალში, პოკჰარასთან ახლოს მდებარე ქედთან, ავიაკომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი გაუჩინარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი ჯომსომისკენ მიფრინავდა და მასში 22 ადამიანი იყო, რომელთაგან 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 9:55 საათზე დაიკარგა. სამძებრო სამუშაოებში ნეპალის არმიაცაა ჩართული.