რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი უბანი კიდევ ერთხელ დაბომბეს. 

ქალაქის მერის, ალექსანდ სენკევიჩის ინფორმაციით, ცნობილია, რომ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

"დღეს დილით რუსეთის ჯარებმა ისევ ისროლეს ნიკოლაევის საცხოვრებელი უბნის მიმართულებით. შედეგებს ვაზუსტებთ. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები", - თქვა მან.

ცნობისთვის, აგრესორებმა ნიკოლაევი გუშინაც დაბომბეს. ჭურვები მაღალსართულიან შენობებს დაეცა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი