საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

გამოქვეყნდა:

ხვალ, 30 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება. 

დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

გარდა ამისა, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი