"ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას" | აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

გამოქვეყნდა:

"ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას" - ამ გზავნილით ახალგაზრდული მოძრაობის "ცვლილებების დროა" წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში არსებული დაპირისპირების მოგვარებაში პრეზიდენტის ჩართვა და დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვაა. ისინი პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა წარუდგინონ გეგმა, როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის დაძლევა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

"გამოსავალი არსებობს ერთადერთ რამეში, გამოვაცხადოთ, პოლიტიკური მორატორიუმი. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, თუ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა გისოსებს მიღმა, ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდეს, სანამ საერთაშორისო საზოგადოება არ განაცხადებს, რომ საქართველოში ნამდვილად დამყარდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა", - თქვა აქციის მონაწილემ.

მოძრაობა "ცვლილებების დროას" წევრები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი მათ არ შეხვდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი