
UNIAN დრონით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ქალაქი ირპენი. კიევის ოლქის ეს ქალაქი რუსებისგან 28 მარტს გაათავისუფლეს, თუმცა ქალაქში ფართომასშტაბიანი ნგრევის შედეგები კვლავ თვალსაჩინოა.
ირპენის მერის, ალექსანდრე მარკუშინის თქმით, ერთთვიანი ბრძოლის შედეგად, ქალაქის 70% განადგურებულია, მოსახლეობა ნელ-ნელა უბრუნდება საცხოვრებელ ადგილებს და აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.
გამნაღმველებმა ირპენი 100%-ით შეამოწმეს, თუმცა ადგილობრივებს მაინც აფრთხილებენ, რომ ოკუპანტების მხრიდან „სიურპრიზები“ მაინც მოსალოდნელია და მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ - არ შეეხონ საეჭვო ობიექტებს და სასწრაფოდ მიმართონ სპეციალისტებს.






