ღარიბაშვილმა მეფე აბდალა II-ს, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ  ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,“ - მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპზეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი