
ლუგანსკის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს უკრაინელები აკონტროლებენ. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. სერგეი გაიდაის თქმით, მტერს ქალაქის შემოგარენში მცირე წარმატება აქვს, თუმცა ახალი იერიშების დაწყებას ვერ ახერხებენ.
მისივე ცნობით, კადიროველები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს სევეროდონეცკი დაიკავეს. ლუგანსკის ოლქში ამ დროისათვის მძიმე ვითარებაა.