ზელენსკი ხარკოვში ჩავიდა და უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებზე იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვში ჩავიდა და უკრაინელი სამხედროების ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის სფეროში არსებულ ოპერატიული ვითარებას გაეცნო.

ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა და გაესაუბრა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის. თქვენ სიცოცხლეს რისკავთ ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობა უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვისთვის. თავს გაუფრთხილდით!" მიმართა პრეზიდენტმა ქვეყნის დამცველებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი