ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან, რუსებმა ორი თურქული თევზსაჭერი ნავი დააკავეს

გამოქვეყნდა:

CNN Turk-ის ინფორმაციით, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან, რუსებმა  ორი თურქული თევზსაჭერი ნავი დააკავეს. ბორტზე 12 მეთევზეა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ორგანოებმა თევზი ჩამოართვეს და მეთევზეები 30 000 დოლარით დააჯარიმეს.

Rumelifener-ის მეთევზეობის კოოპერატივის პრეზიდენტის, ჯაშარ სერტის თქმით, არც ერთი ნავი არ იყო რეგისტრირებული და ლიცენზირებული და ორივე მათგანი მეკობრეებისაა, თუმცა, CNN Türk-ის ცნობით, ერთ-ერთი ნავი გემლიკის პორტშია რეგისტრირებული, მეორე კი სარიერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი