ორიოდე კვირაში ბრიუსელმა პასუხი უნდა გასცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
რა პასუხი შეიძლება მიიღოს საქართველომ? როგორი იყო ორგანიზაციის გაფართოების პრაქტიკა:
1. კანდიდატის სტატუსი პირობების გარეშე
(ჩრ. მაკედონია 2004 წლიდან, თუმცა დღემდე არაა წევრი)
2. კანდიდატის სტატუსი დამატებითი პირობებით
(მონტენეგრომ 2010 წელს მიიღო ასეთი, სტატუსი და დღემდე მოლაპარაკებები გრძელდება).
3. პოტენციური კანდიდატის სტატუსი
(ალბანეთმა 2009 წელს მიიღო ასეთი სტატუსი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი კი უკვე 2014 წელს, მოლაპარაკებები კი 2020 წლიდან დაიწყო).
4. ზოგადი თანხმობა
(დაახლოებით მსგავსი 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტისა, რომ აუცილებლად გახდება წევრი)
5. გადაწყვეტილების გადავადება
დრო ცოტაა და სწორედ იმ დროს, როცა ჩვენს ისტორიულ განაცხადს ლამის გამადიდებელი შუშით სწავლობენ ბრიუსელში, ქართული ოცნება თავის სამოქმედო გეგმად ევროპელებზე თავდასხმას ირჩევს, ნიკა გვარამიას აპატიმრებს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ნელი სიკვდილით კლავს და ქვეყანა ევროპისგან შორს, რუსულ ორბიტაზე მიჰყავს.