აპრილ/მაისში, რუსეთიდან წამოსული ტონობით ბენზინი რკინიგზით, ვაზიანისა და ლილოს ნავთობბაზაში მოხვდა - დოკუმენტი

გამოქვეყნდა:

რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი ჯერჯერობით სულ რამდენიმე ქვეყანაშია სანქცირებული, თუმცა ევროპის რიგი ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს პირდაპირ მითითებას აძლევენ, არ ივაჭრონ "გაზპრომთან", "როსნეფტსა" თუ პუტინის ომის სხვა სპონსორებთან. 

ახლა კრემლის დამფინანსებლები შემოვლით გზებს ეძებენ საწვავის უხმაუროდ გასატანად. ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკა სავაჭრო გარიგებებში პატარ-პატარა კომპანიების ჩასმაა. ამგვარად ხმაურიანი და ტოქსიკური სახელები ინვოისზე აღარ ჩანს. 

სქემას რამდენიმე დღის წინ ვრცელი სტატია მიუძღვნა The wall street journal -მა

"პოსტ ფაქტუმი" დაინტერესდა, რა ხდება ამ დროს საქართველოში, სადაც ისედაც რუსი საქმოსნების მოზღვავებაა.

აღმოჩნდა რომ ბოლო 2 თვეა რუსული საწვავით ვაჭრობაში  განსაკუთრებით აქტიურდებიან ახლადდაფუძნებული პატარა კომპანიები. არიან ისეთებიც, რომლებიც მაგალითად ოკუპაციის შესახებ კანონსაც არღვევენ და სოხუმსა და თბილისში ბენზინით დატვირთულ ვაგონებს გზავნიან. 

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი