3 წლის წინ, წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა მორიგი ფუჭი დაპირება დადო, რომ წყალტუბოს სანატორიუმების გამოისყიდდა და განაახლებდა. თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში წყალტუბოში არაფერი გაკეთებულა.
ავარიული შენობებიდან დევნილების დიდი ნაწილი გაიყვანეს, მაგრამ იმის გამო, რომ საჯაროდ ივანიშვილს ხელი აქვს დადებული კურორტზე, სხვა ინვესტორები იქ ფულის ჩადებას ერიდებიან.
ერთადერთი სიახლე დღეს ისაა, რომ ისევ ხალხის ფულიდან, ბიუჯეტიდან, 8 მლნ დოლარი აიღეს და კერძო ბიზნესმენისგან წყლით სარგებლობის ლიცენზია გამოისყიდეს.