
რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გაზით შანტაჟი დაიწყოს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ევროპას შეახსენებს იმ სასურსათო კრიზისს, რომელიც სწორედ აგრესორი ქვეყნის პროვოცირებულია.
"იმის გათვალისწინებით, რომ კრემლს ახლა სურს უკრაინის პორტების განბლოკვა სანქციების მოხსნაში გაცვალოს, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მოსკოვის საბოლოო მიზანი. ახლა კი მნიშვნელოვანია დასავლურმა სამყარომ სიმტკიცე და ერთიანობა აჩვენოს" - აცხადებს ერმაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკავშირეებს ურჩევს:
"უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერას;
დააწესოს ტარიფები და ემბარგო რუსულ ნავთობზე;
სანქციების დაწესებას რუსეთის საბანკო სისტემის წინააღმდეგ;
რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას;
უკრაინას მიაწოდოს საჭირო იარაღი."რუსეთზე დარტყმები უნდა იყოს სწრაფი, უყოყმანოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლი შეეცდება გაყოს ევროკავშირი და გააგრძელოს საკუთარი შანტაჟი", - ამბობს ერმაკი.
რუსეთი რომ სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის დაზვერვამ დღევანდელ ანგარიშშიც დაწერა.