"გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია" - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გერმანიის ელჩი მწვავედ გააკრიტიკა. თალაკვაძემ ოპოზიციას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადების შეფასება მოსთხოვა

ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა. მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია - ამბობს თალაკვაძე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გერმანიის ელჩს "სამარცხვინო" უწოდა და გერმანიის მთავრობას მისი გაწვევისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი