
ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ოკუპანტები გარბიან - აცხადებს ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი. მისი ინფორმაციით, კონტრშეტევა უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბერისლავის მიმართულებით წამოიწყეს და 9 კილომეტრით დაწინაურდნენ.
ოკუპანტები უკან იხევენ მათთვის არახელსაყრელ პოზიციებზე, განაცხადა დეპუტატმა
"რუსები უბრალოდ გარბიან, ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეტევა გავაგრძელოთ, ორკები პანიკაში არიან, სასოწარკვეთილებაში არიან და გარბიან, დარწმუნებული ვარ მალე გავათავისუფლებთ ჩვენს სამშობლოს", - ამბობს ხლანი.