უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია, სამხედრო მხარდაჭერა გამორიცხულია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში - აცხადებს ირაკლი კობახიძე და ამ მიზეზით ხსნის იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინაში არ ჩადის. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ვიზიტი, გარკვეულ დაბრკოლებებთანა დაკავშირებული:

"რატომ არ ჩადის მაგალითად ევროკავშირის წევრი უამრავი ქვეყნის პრემიერი ? ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს, ეს არის ის ფაქტი, რომ ელჩი თანამდებობიდან იქნა ჯერ გაწვეული ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გათავისუფლებული, თუმცა აქტი, როგორც ვიცი, არც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად უკრაინის ხელისუფლება დღემდე არის საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაში, ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში არის გარკვეულ დაბრკოლებებთან დაკავშირებული." ამბობს კობახიძე "იმედთან".

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, "გამორიცხულია" ვინც ამის მოწოდებით გამოდის, დაინტერესებულია საქართველოში "მეორე ფრონტის გახსნით":

"ჩვენი მხარდაჭერა იქნება პოლიტიკური, იქნება ჰუმანიტარული, მაგრამ რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერის რაიმე ფორმას, ეს, რა თქმა უნდა, არ განიხილება და ეს ჩვენი მხრიდან არის, ბუნებრივია, გამორიცხული" ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი