ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისრაელში ჩავა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად დღეს, 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება.

გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი