რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის ტყეს მიადგნენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის ტყეს მიადგნენ. ტერიტორიები უკვე მონიშნულია და სავარაუდოდ, დამატებით ათობით ჰექტარი მიწის ფართობი, საოკუპაციო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდება.  

აკრძალულ ზონაში, იქ სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მიახლოების საშუალებასაც არ აძლევს, შესვლა ამჯერადაც შეძლო ანტისაოკუპაციო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია”.

საჩხერის ტყეშიც, რომელიც ჩორჩანასა და პერევს შორის მდებარეობს, იგივე სიტუაციაა, რაზეც ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ ჩორჩანას ტყესთან დაკავშირებით. ოკუპანტები გადმოსულები არიან საოკუპაციო ხაზიდან ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში და უზარმაზარი ტყე არის საფრთხის ქვეშ. ფაქტობრივად, სადაც ჩვენ ვპატრულირებდით, მიუხედავად იმისა, რომ რუკით და იდეურად ეს არის ჩვენი ტერიტორია, ამ ტერიტორიას, სინამდვილეში, სადაც ჩვენ ვპატრულირებდით დღეს, საფრთხის ქვეშ ვიყავით, რომ თავისუფლად გადავყროდით რუს ოკუპანტებს, - ამბობს დავით ქაცარავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი