7 თვის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო. 

მმართველი პარტიის 17-მა წევრმა, ასევე, გახარიას პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ამ გადაწყვეტილებით  თავდგირიძე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის მოადგილე გახდა.

18-მა დეპუტატმა განაცხადა თანხმობა, რომ ბათუმის საკრებულოს, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა, რამაზ ჯინჭარაძემ უხელმძღვანელოს. 


სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მათ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ისინი თანამდებობის გადანაწილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

დღესვე საკრებულოს სხდომაზე საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა ლელოს წევრს, ირაკლი კუპრაძეს, მას საკრებულოში ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 7 თვეა ვაკანტურია, კრიზისი მუნიციპალურ ორგანოში ოპოზიციის დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამ გამოიწვია, რის გამოც ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდა და ამ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული, "ოცნების" წევრი რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს უხელმძღვანელებს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

[ფოტო: ტვ25]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი