ივანიშვილი ზურგის ტვინით ხვდება, რომ მისი მმართველობის ბოლო ჟამი დადგა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ქვეყანაში არსებული ვითარება ადასტურებს.
იმ ფონზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი, ივანიშვილი ხვდება ინსტინქტურად, ზურგის ტვინით, რომ დადგა ბოლო ჟამი მისი მმართველობისა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბოლო ეტაპი ხდება ყველაზე მძიმე. იმიტომ რომ ბოლო კუდის მოქნევაა შეიძლება ითქვას, ურჩხულის, ამ შემთხვევაში ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმის სახით, რომელიც აუცილებლად ოქტობერში დასრულდება, - ამბობს სამადაშვილი.
მისივე თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" ფაქტობრივად ჩამოიშალა. საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ფონი კი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებითაა შექმნილი, სამადაშვილის თქმით, დამაზიანებელი არამარტო ქვეყნისთვის, თავად ოლიგარქისთვისაცაა.